27 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ის გადაცემას ითხოვს

რესპუბლიკური პარტიის ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ის (მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა) გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას კონგრესმენი Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.

კინზინგერი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, მან შეიძლება ცეცხლი გახსნას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს...შესაძლოა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, მან ცეცხლი გახსნას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. "ჰაიმარსი" საქართველოს!"- განაცხადა კინზინგერმა.

დღის ამბები