27 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
მედიკამენტების გაიაფების ახალი პროგრამა - რა ტიპის წამლებზე დადგინდება პირველ ეტაპზე ზედა ზღვარი

თურქეთის ბაზრიდან იაფი მედიკამენტის შემოტანის, გენერიკული წესით გამოწერისა და ელექტრონული რეცეპტების შემდეგ, ჯანდაცვის უწყება ახალ რეფორმაზე მუშაობს. იანვრიდან, სამინისტრო მედიკამენტების გაიაფების მომდევნო ეტაპს აანონსებს და ე.წ რეფერენტული ფასის შემოღებას გეგმავს, რაც წამლის ფასის ზედა მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს. პირველ ეტაპზე, ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე განისაზღვრება.

ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ რეფერენტული ფასების დაწესების მიზანი, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანდაცვისა და მედიკამენტების მიწოდებაა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის, კონკრეტულ მეთოდოლოგიაზე მუშაობენ, რომელიც ფასების დადგენის კუთხით, ქვეყნების შერჩევას ითვალისწინებს.

პროცესში ჩართულები არიან როგორც ქართველი , ისე უცხოელი ექსპერტები. რეგულირების სააგენტოში ამბობენ, რომ რეფერენტული ფასები გენერიკების დონეზე დაწესდება. მათი თქმით, ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს. დროთა განმავლობაში კი შესაძლებელია ფასებიც კორექტირდეს.

რეფორმის განხორციელება ჯანდაცვის სამინისტრომ იანვრიდან, თურქეთის ბაზრის გახსნით დაიწყო. უწყებაში აცახდებენ რომ ასეთი ერთიანი ფერორმითა და სისტემური ცვლილებებით, შესაძლებელი იქნება მაღალი ხარისიხის მედიკამენტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.

დღის ამბები