69-მდე გაიზარდა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ირანში. სტიქია რამდენიმე დღიანმა გადაუდებელმა წვიმებმა გამოიწვია. 45 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. წყალდიდობის გამო, 20-ზე მეტ პროვიცნიაში 20 ათასი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული.
დაიხურა რამდენიმე აეროპორტი და მაგისტრალი. ქვეყნის პრეზიდენტმა მინისტრებსა და გუბერნატორებს, ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ეფექტური ზომების მიღება დაავალა.