გურიაში ჩაის ფესტივალს მასპინძლობენ. "ჩაის გზა" - ამ სახელწოდების ფესტივალი წელს, უკვე მესამედ იმართება. ჩაის მწარმოებელმა კომპანიებმა, მათ შორის იმ ბრენდებმა, რომლებიც ბაზარზე თავის დამკვიდრებას ახლა ცდილობენ, საკუთარ პროდუქციას შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მოუყარეს თავი.
ჩაის დამზადების მატერკლასი, გურული ცეკვის პერფორმანსი, ფოტოგამოფენა, ღვინის დეგუსტაცია და შეჯიბრი მეწარმეებს შორის - ტურიზმის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, გასართობი ღონისძიებებიც დაიგეგმა.
"ჩაის გზას" სამწლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლოვაში, ფესტივალმა ლოკაცია რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა უცვლელია ფესტივალის მიზანი, - ჩაის ახალი გემოების გაცნობა საზოგადოებსთვის და რეგიონებში აგროტურიზმის გავითარება.
ავტორი: ნინი ბიჩინაშვილი.