ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ჰავაიზე ვიზიტის შემდეგ სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა. ოფიციალურ განცხადებაში ნახსენები არ არის ტაივანი, რომელმაც გარკვეული კრიზისი გამოიწვია ჩინეთსა და აშშ-ის შორის.
მანამდე ცნობილი იყო, რომ პელოსი ტაივანში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა ჩინეთმა აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი განცხადებები გაავრცელა. პარალელურად, ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს სამხედრო წვრთნის შესახებაც განაცხადა. აზრთა სხვადასხვაობაა შტატებშიც - ამერიკელი სამხედროები ფიქრობენ, რომ პელოსის ასეთი მოგზაურობა " ახლა არ იქნებოდა კარგი იდეა", თუმცა, კანონმდებლები პელოსს ტაივანში წასვლისკენ მოუწოდებენ.