27 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
აშშ-ის კონგრესი ორპარტიული აქტის მისაღებად ემზადება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდის ავლით, რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ორპარტიული აქტის მისაღებად ემზადება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდის ავლით, რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებს,- ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება.

თუ კონგრესი აღნიშნულ აქტს მიიღებს, ხელის მოწერის შემდეგ კანონმდებლებს საშუალება მიეცემათ, რომ გვერდი აუარონ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის წინააღმდეგობას, რომელიც რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების ნუსხაში შეყვანას არ ემხრობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში გავცელდა ინფორმაცია, რომ ენტონი ბლინკენი არ აპირებდა რუსეთის, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში შეყვანას. თუ კონგრესი რუსეთის შესახებ რეზოლუციას მიიღებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თეთრ სახლს მოუწევს.

დღის ამბები