თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე მონაწილეობისას წარმატებას მიაღწიეს.
საუბარია იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებზე. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეებიც ესწრებოდნენ.