27 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
სააკაშვილი რომც წავიდეს პოლიტიკიდან არაფერს ცვლის, დამოკიდებულებაა მთავარი იმ პოლიტიკური ძალებისა, რომელიც შეიძლება "დაღმამშენებელთა გაერთიანებად" წარმოვაჩინოთ- გიორგი ვოლსკი

გადაწყვიტა თუ არა საქართველოს მესამე  პრეზიდენტმა ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირება - აღნიშნულ საკითხს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში. ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საკითხი, რომც შეესაბამებოდეს სიმართლეს, ეს სამართლებრივ მოცემულობას მაინც არ შეცვლიდა.

"არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში არსებობს სააკაშვილი თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუ მისი გუნდი და "დაღმაშენებლის სტრატეგია" კვლავ რჩება რევოლუციის სტრატეგიად, დესტაბილიზაციის სტრატეგიად, რომელიც მისი მეთაურობით იყო ჩამოყალიბებული. ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილმა რაც არ უნდა განაცხადოს და რეალურად რომც წავიდეს პოლიტიკიდან არაფერს არ ცვლის, დამოკიდებულებაა მთავარი იმ ვითარების მიმართ, იმ პოლიტიკური ძალებისა, რომელიც შეიძლება "დაღმამშენებელთა გაერთიანებად წარმოვაჩინოთ",-აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასა" და პოლიტიკაზე უარს ამბობს. ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია მას თავად სააკაშვილმა ბოლო შეხვედრაზე დაუდასტურა.

დღის ამბები