27 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ვერ ვხედავ მიზეზს რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი - "გირჩის" პოზიცია გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურაზე

ვის შეარჩევს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატურებს შორის ერთ კვირაში გაირკვევა. შესარჩევმა კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გვარები უკვე გადასცა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის რევაზ ეგაძე, თამარ ალფაიძე და მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არიან.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, "გირჩი" გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

"ჩვენ არჩევნების შემდეგაც არ გვქონდა მასთან რაღაც პრეტენზიები და წინა კენჭისყრაზე მხარი დავუჭირეთ, მათ შორის იმიტომ, რომ ბევრ საკითხში, მათ შორის ჩვენს კანონპროექტებს რაც ეხება, გაგება გვაქვს და მსგავსი პოზიციები გვაქვს. ასე რომ, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი შემდეგ ჯერზეც. ერთადერთი, პრობლემურია, რომ ამას ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ.

ალბათ კარგი იქნება, რომ რაღაც კონსენსუსი ჩამოყალიბდეს ბოლოს და ბოლოს და ავირჩიოთ ცესკო-ს თავმჯდომარე - სრული ვადით. ამ მომენტისთვის მე მხოლოდ კალანდარიშვილს ვიცნობ და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ვვარაუდობ რომ ამჯერადაც მხარს დავუჭერთ," - აცხადებს რაქვიაშვილი.

დღის ამბები