27 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
შაკირას 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ესპანელი პროკურორები სასამართლოს სთხოვენ, კოლუმბიელ პოპ-ვარსკვლავს, შაკირას პატიმრობის ვადად 8 წელი და 2 თვე განუსაზღვროს, მომღერალს გადასახადების თავიდან არიდებაში ედება ბრალი. 

როგორც AP წერს, შაკირამ 2012-2014 წლებში 14.5 მლნ ევროს გადასახადები არ გადაიხადა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მას 24 მილიონ ევროს ჯარიმასაც დაუწესებენ. 

მომღერალმა, რამდენიმე დღის წინ, უარი თქვა პროკურატურის მიერ შეთავაზებულ გარიგებაზე და სასამართლოს მიმართა. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, როდის დაიწყება მისი საქმის განხილვა. 

შაკირა სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა "ბარსელონას" ვარსკვლავს ჟერარ პიკეს, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს. ოჯახი ბარსელონაში ცხოვრობდა.

დღის ამბები