კენტუკის შტატში სტიქიას 19 მდე ადამიანი ემსხვერპლა.მათგან 6 ბავშვია. სტიქია გადაუდებელმა წვიმამ გამოიწვია.
23 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქალაქების ნაწილი წყლითაა დაფარული. სტიქიის გამო პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შესაძლოა მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზარდოს.