"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დღეს, გუდაურში დაშავებული პარაპლანისტი, ვარდნისას მიღებული დაზიანებებით საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მას ფეხები აქვს მოტეხილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დღეს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა, შედეგად 1 უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა. მეორე პარაპლანისტი კი, მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს.