27 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
პარტია "ქართული ოცნება" გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

პარტია "ქართული ოცნება" გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს სამძიმარს უცხადებს.

"მწუხარებას გამოვთქვამთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების, მაშველების და სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს მომხდარი ტრაგედიის გამო,"- აღნიშნულია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნას დღეს ბორტზე მყოფი 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები და მედიკოსები გუდაურთან ახლოს, ხევში ჩავარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციისთვის მიფრინავდნენ, ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. 

დღის ამბები