ქალაქი, სადაც მაიმუნის ყვავილის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ამ დროისთვის სან-ფრანცისკოში დაავადების 261 შემთხვევაა, რითაც კალიფორნიის შტატის ეს ქალაქი ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ხდება.
სულ შეერთებულ შტატებში მაიმუნის ყვავილით 4600-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, თუმცა ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია ევროპის კონტინენტზე.
78 ქვეყანა და 18 ათასი შემთხვევა - ასეთია ძველი ვირუსის ახალი სიცოცხლის სტატისტიკა მთელ მსოფლიოში.
141 ახალი შემთხვევა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. მაიმუნის ყვავილის დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რიცხვით სან-ფრანცისკოში ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა . მზარდი სტატისტიკა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გახდა.
ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები მხარს უჭერენ ტესტირებაზე უფრო მარტივ და ფართო წვდომას ვირუსის დროული შეკავებისთვის. ბაიდენის ადმინისტრაცია მაიმუნის ყვავილთან ბრძოლაში უმოქმედობის გამო უკვე დაადანაშაულეს. სან-ფრანცისკოს მასშტაბით, ვაქცინის მარაგის სერიოზული დანაკლისია.
ჰარუნ ლუნაი ერთ-ერთია, რომელმაც მაიმუნის ყვავილი დაამარცხა. ლუნაიმ ვირუსული დაავადების უჩვეულოდ მძიმე შემთხვევაზე ლონდონში იმკურნალა. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ჰარუნ ლუნაი საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და ყურადღებას მკურნალობასა და ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემურობაზე ამახვილებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ კვირას მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.