27 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"სვანეთობა 2022" - მესტიას დღეს ბევრ სხვა სტუმართან ერთად, პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები სტუმრობდნენ

სვანეთში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარე "სვანეთობას" აღნიშნავს. მთავრობის წევრებთან ერთად, მთაში ავიდა და მოსახლეობას დღესასწაული პრემიერმა მიულოცა. მან თქვა, რომ მთის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ირაკლი ღარიბაშვილი მესტიის ცენტრში შეკრებილებს შეხვდა. ისაუბრა როგორც განხორციელებულ, ასევე სამომავლო პროექტებზე.

მთავრობის წევრებს შორის, რომლებიც დღეს დედაქალაქიდან მესტიაში ჩავიდნენ, თეა წულუკიანიც იყო. ვიცე-პრემიერმა მოსახლეობას მიმართა და თქვა, რომ მთა უფრო უნდა გაძლიერდეს, მათ შორის ტურისტული მიმართულებით.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სვანური კერძების მასტერკლასი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - მესტიის ცენტრში ადგილობრივებთან ერთად სხვა რეგიონებიდან ჩასული სტუმრებიც შეიკრიბნენ. ღონისძიებებს ესწრებოდნენ და კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ტურისტებიც.

ცენტრალურ პარკში დღეს არაერთი ღონისძიება გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ სხვადასხვა ჟანრის მომღერლები. 

პრემიერმა ზურულდის ახალი საბაგირო კომპლექსიც დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება, მთის კურორტებზე ტურიზმის ხელწეყობისთვის მნიშვნელოვანია.

ზურულდის მთაზე ახალი საბაგირო კომპლექსი 2021 წელს აშენდა და ექსპლუატაციაში 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე შევიდა. პროექტის ღირებულება 32 მილიონი ლარია.

დღის ამბები