თეთრი არაგვის ხეობაში უბედური შემთხვევა, ბოლო 2 კვირაში დღეს უკვე მეორედ მოხდა.
პარაპლანის ჩამოვარდნას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 16 ივლისსაც. დღეს კი ხევში პარაპლანით არაბი ტურისტი ჩავარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა, პარაპლანის პილოტი კი მძიმედ დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ დასამხმარებლად წასული სამაშველო ჯგუფი კი, ვერტმფრენით ხევში ჩავარდა და აფეთქდა, ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.
დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთი ჩაკეტილი იყო. რაც შეეხება სამაშველო ოპერაციას, ის დროებით შეჩერდება, მაშველები მუშაობას ხვალ დილის 7 საათიდან გააგრძელებენ.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება 275 მუხლითაა დაწყებული. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94 კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული. ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.