27 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა - მაშველები და მედიკოსები კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიდიოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. 

მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის.

დღის ამბები