27 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები და საკრებულოს წევრები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ

"ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები და საკრებულოს წევრები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ. განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა. 

როგორც პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, მოძრაობის მიზანი იქნება საჯარო პოლიტიკაში არსებული კითხვებისთვის პასუხის გაცემა, ქვეყნისათვის ომის თავიდან აცილება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობა. 

"გადავწყვიტეთ, რომ ის ჩვენი ურთიერთობები, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონებში, ერთმანეთთან, გარკვეულწილად, ფორმალური ხასიათი მიგვეცა და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანი იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რასაც აქამდე პასუხები ხშირად არ ეძლეოდა ხოლმე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი,“ - ამბობს სოზარ სუბარი.

პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტეს საზოგადოებრივ მოძრაობის ჩამოყალიბება.

"გაჩნდა ეს იდეა, რომ მეტი კოორდინაცია გვქონდეს ამ ადამიანებთან, ვინც ასევე ჩვენთან ერთად დატოვა თანამდებობები და ასევე, გეტყვით, რომ არც თუ ისე მცირე რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, ვისაც ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები გახდნენ, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სატელეფონო კავშირები," - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ფრაქცია "ქართულ ოცნება" დატოვა გურამ მაჭარაშვილმაც

 

დღის ამბები