პარლამენტში განათლების სფეროში მომუშავე პროფესიული ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს გაეცნენ. შეხვედრა სასკოლო რესურსების თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში შედგა.
ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების მხრივ არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე. მოკვლევის მიზნად კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება და შემდეგ ეტაპზე მათი შესრულება სახელდება.
თემატური მოკვლევა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.