27 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
მურმან ჯინორია, ზურა ყიფშიძე, იმედა კახიანი, ნანა ლორთქიფანიძე - მალე ეკრანებზე ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი ჯაფარიძის ფილმი "თამაში ათისთვის" გამოჩნდება

მურმან ჯინორია, ზურა ყიფშიძე, იმედა კახიანი, ნანა ლორთქიფანიძე - ეს იმ კინოსა და თეატრის ეპოქალური მსახიობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ერთ გადასაღებ მოედანზე გაერთიანდნენ. დეტექტიური ჟანრის ფილმი "თამაში ათისთვის", მალე დიდ ეკრანებზე გამოვა.

ახალგაზრდა რეჟისორმა, გიორგი ჯაფარიძემ ქართული კინოს მსახიობები ერთად შეკრიბა და სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობას ასრულებს. ფილმი ათი მძარცველის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მდიდარი ბიზნესმენის გაძარცვას ცდილობენ. დოკუმენტური ფილმის პრემიერა შემოდგომაზე გაიმართება.

დღის ამბები