27 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
პირველი ოქროს მედალი სლოვაკეთში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე - ქართველმა ძიუდოისტმა დავით ლომიტაშვილმა ჩემპიონის წოდება მოიპოვა

პირველი ოქროს მედალი სლოვაკეთში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე. ქართველმა ძიუდოისტმა დავით ლომიტაშვილმა ჩემპიონის წოდება მოიპოვა, 55 კილოგრამ წონითი კატეგორიით, ფინალში, ლომიტაშვილმა აზერბაიჯანელი მურად ალიევი იპონით დაამარცხა.

კიდევ ერთი მედალი ქართულ დელეგაციას ასევე ძიუდოისტმა დავით ქარელმა მოუტანა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ მანუელ პარლატს აჯობა და ტურნირი მედლით დაასრულა.

დღის ამბები