27 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაიხსნა და გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან - ნიკა სვიმონიშვილი

ევროკავშირის 12 დათქმაზე შეხვედრები გრძელდება- ამ წუთებში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" და 5 ოპოზიციური პარტია მსჯელობს, შეხვედრას ესწრება მესამე სექტორიც. რა რეფორმა უნდა განხორციელდეს, ამ საკითხზე მხარეებს განსხვავებული პასუხები აქვთ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი იმედოვნებს, რომ მათ მიერ წარდგენილი რეკომენდაციების გეგმა შესრულებული იქნება.

"ჩვენი მოსაზრებები საზოგადოებისთვისაც ცნობილია და პარლამენტისთვისაც ცნობილია, სასამართლოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაიხსნა და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ამ საკითხებზე, როგორც ხელისუფლებასთან ისე ოპოზიციასთან და რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ჩვენი რეკომენდაციები იქნება მოსმენილი და შესმენილიც",-აცხადებს ნიკა სიმონიშვილი. 

დღის ამბები