27 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ჭურჭელში ტყვია აღმოჩნდა- სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის შემცველობა აღმოჩნდა. მათივე ცნობით, იმპორტიორს პროდუქციის ამოღება დაევალა. 

"საქართველოში აღნიშნული პროდუქციის - თეფშები - Ambition Junior, დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB, მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" - სავაჭრო ჰიპერმარკეტი "დომინო". სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იმპორტიორს წერილობით აცნობა და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თეფშების დასახელებული პარტიის ამოღება დაავალა,"-ნათქვამია სურსათის ერვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

დღის ამბები