ფარმაცევტული პროდუქტის კლინიკური კვლევების წესში ცვლილებები შედის, კვლევები, ძირითადად, ეხება ონკოლოგიურ და იშვიათ დაავადებებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული და კლინიკები კონკრეტულ მოთხოვნებს დაექვემდებარებიან. მთავარი პირობაა პაციენტი დეტალურად ერკვეოდეს რა ტიპის კვლევა და რა პროცედურები უნდა ჩაუტარდეს.
თავის მხრივ, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან, ეთიკური კომიტეტი პროფესიონალი ექიმებით დააკომპლექტონ, ამასთან დაწესებულება უნდა ფლობდეს რეანიმაციულ სანებართვო დანართს. პროცედურულად კი კვლევების დაწყებამდე პირმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს, შემდეგ სპეციალური კომისია შეისწავლის პირის ჯანმრთელობის მონაცემებს და პაციენტის მისცემს თანხმობას, რომ შესაბამისს კვლევებში ჩაერთოს.