რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დატოვებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კოსმოსური კორპორაცია "როსკოსმოსის" ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს რუსეთი 2024 წლიდან დატოვებს და ფოკუსირებული იქნება საკუთარი ორბიტული "ავანპოსტის" აგებაზე.
როგორც საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რუსეთი სხვა პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს.