ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში ოდესის რეგიონზე განხორციელებულ შეტევას გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსებმა ზღვისპირა დასახლება საბრძოლო ხომალდის საწინააღმდეგო რაკეტით დაბომბეს. უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთი საკუთარი დანაკარგების შესახებ, თავის მოქალაქეებს ინფორმაციას უმალავს.
"ოკუპანტებმა, კიდევ ერთხელ, ოდესის რეგიონს დაარტყეს, საცხოვრებელ სახლებს ესროლეს რაკეტები. რუსულმა არმიამ ჩვეულებრივი, კერძო სექტორი მთლიანად გაანადგურა, რომელიც ზღვასთან ახლოს იყო და სადაც ხალხი ცხოვრობდა. ამის გამო, ჩვენ საპასუხოდ დავარტყით, არ აქვს მნიშვნელობა, რა სიცრუეს ავრცელებენ რუსები ასეთ შეტევაზე.
ოთხი თვის განმავლობაში, რუსეთის სახელმწიფოს, საოკუპაციო კონტინგენტის დანაკარგების შესახებ, არ მიუწვდია თავის მოქალაქეებისთვის რაიმე ინფორმაცია. სრული დუმილია. თუმცა ეს რიცხვი უკვე თითქმის 40 000-ს შეადგენს - ეს არის დანაკარგი, რომელიც რუსულმა არმიამ 24 თებერვლის შემდეგ განიცადა. რუსული ტერორი კვლავ გრძელდება და ჩვენ ამას დაუსჯელს არ დავტოვებთ," - განაცხადა ზელენსკიმ.