ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7886 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7917ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8282 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8534 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0252 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.