ათასობით ჰექტარი დამწვარი ტერიტორია, ათობით განადგურებული სახლი და ავტომანქანა. კალიფორნიაში ხანძრები უჩვეულო არ არის, მაგრამ ყოველ წელს სტიქია ინტენსიურ ხასიათს იღებს. სტიქიის ზონიდან 6 000-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.
უკვე მეხუთე დღეა ამერიკის შეერთებული შტატებში ძლიერი ტყის ხანძრებია. ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ცეცხლი იოსემიტის ეროვნულ პარკსაც მიუახლოვდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ათასობით მეხანძრე და ვერტმფრენია ჩართული. ვარაუდობენ, რომ მაშველები სტიქიის გაკონტროლებას უახლოესი დღეების განმავლობაშიც ვერ შეძლებენ. არსებული მონაცემებით, კონტროლის ქვეშ ცეცხლის კერების მხოლოდ 10 პროცენტია.