27 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ბათუმი პრესტიჟული ჯილდოს World Travel Awards 2022-ის მოსაპოვებლად წელს მეოთხედ იბრძოლებს

ბათუმი პრესტიჟული ჯილდოს World Travel Awards 2022-ის მოსაპოვებლად წელს მეოთხედ იბრძოლებს. ხმის მიცემა დაწყებულია, ყველა მსურველს კი, ვისაც სურს ზღვისპირა კურორტმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვოს, საკუთარი არჩევანი სპეციალურ საიტზე უნდა დააფიქსიროს.

ჯილდოს მოსაპოვებლად ქალაქისგან დამოუკიდებლად იბრძვის ბათუმის ბულვარიც, მისი კონკურენტები კი ეიფელის კოშკი, ბუკინგემის სასახლე და აკროპოლისია. 

ბულვარის გარდა ნომინაციაზეა წარდგენილი ზღვისპირა ქალაქი ბათუმიც, რომელიც ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ იბრძოლებს. ეს ჯილდო ბათუმმა 2019 წელსაც მოიპოვა.

გამარჯვებული 1 ოქტომბერს, ესპანეთში, მალიორკას კუნძულზე დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. World Travel Awards-ის დასკვნითი ღონისძიება კი ბათუმში გაიმართება.

დღის ამბები