27 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ვინ გეგმავდა ბელარუსში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის ბადრი კოღუაშვილი მკვლელობას - დაკავებულია ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი

დაპირისპირება ქურდულ სამყაროში - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმებოდა ე.წ. კანონიერი ქურდის, ბადრი კოღუაშვილის ლიკვიდაცია, რომელიც ამჟამად ბელარუსში იმყოფება. 

ცნობილია დამკვეთის ვინაობაც - ის ადგილობრივი კრიმინალური "ავტორიტეტი" ალექსანდრე კუშნეროვი, იგივე საშა კუშნერია. ბელარუსის საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით რუსული პრესა წერს, რომ "საშა კუშნერი" ქართველი "კანონიერი ქურდის" მკვლელობის მცდელობისთვის დააპატიმრეს.

"კურიერი" დღეს ქუთაისში ბადრი კოღუაშვილის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდა. ოჯახი დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მათთვისაც ცნობილია, რომ დაგეგმილი მკვლელობის ბრალდებით ბელარუსის დედაქალაქში გავლენიანი კრიმინალური "ავტორიტეტი" დააკავეს.

თავად ბადრი კოღუაშვილი საქართველოში წლებია არ ჩამოსულა. რუსეთი, უკრაინა, თურქეთი და ახლა უკვე ბელარუსი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ქართველი "კანონიერი ქურდი" გადაადგილდება.

ბადრი კოღუაშვილის მკვლელობის მცდელობას ქურდულ სამყაროში გავლენებისთვის ბრძოლას და კლანებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებენ. ალექსანდრე კუშნეროვიც ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც ქართველ "კანონიერ ქურდთან" მრავალწლიანი კონფლიქტი აკავშირებს. რამდენიმე თვით ადრე, მოსკოვში მდებარე სპორტულ დარბაზში ჩაცხრილეს ბადრი კოღუაშვილის უახლოესი მეგობარი, აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" გეიდარ ალიევი, მეტსახელად წითური. მანამდე კი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ამავე კლანის ერთ-ერთი ლიდერი კახა ფარფალია.

დღის ამბები