27 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
"თურმე კითხვა არ დავსვათ, რადგან ელჩია, ეს არის მიუღებელი" - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, კელი დეგნანის მიმართ დასმული კითხვები ლეგიტიმურია.

"კითხვები დაისვა ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ მაქვს პასუხი. არც ბატონი ივანიშვილისგან მომისმენია, და, არც ქალბატონი ელჩისგან. მარტივია ხომ, იყო შეხვედრაა? - ან კი ან არაა. რა თემებზე იყო, მარტივია პასუხის გაცემა. ის რომ თურმე კითხვა არ დავსვათ რახან ელჩია, ეს არის მიუღებელი. ეს არ არის ჩემთვის ადეკვატური პასუხი. კარგი იქნება თუ მეტი ღიაობა იქნება ამ პასუხში და არა ბუნდოვანება," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები კელი დეგნანის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ კითხვით. შეხვდა თუ არა ის ამერიკის ელჩს და რაზე ისაუბრეს ამ შეხვედრაზე. მათი თქმით, კელი დეგნანის მისამართით დასმული კითხვები ლეგიტიმურია. ასევე ლეგიტიმურია ეჭვები ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების და ქვეყნის ომში ჩართვის სურვილზე.

დღის ამბები