27 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
არანაირი ჩარევა აშშ-ის საელჩოს მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებზე არ ხდება - პაატა მანჯგალაძე

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებებს ოპოზიცია აბსურდულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, დიპლომატი არ არის ვალდებული პასუხები გასცეს დეპუტატების უსაფუძვლო ბრალდებებს.

"რა სისულელეა... ამერიკის ელჩი გამოვიდა, არანაირი კომუნიკაცია ბიძინასთან არ ჰქონია. არანაირი ჩარევა საელჩოს მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებზე არ ხდება. პირიქით, ამერიკა არის ჩვენი თავისუფლების, ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი გარანტი ხალხის ნებასთან ერთად," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ "არავის არ გააჩნია არავითარი ვალდებულება ამ სამი ადამიანის [ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი] ფანტაზიებს გასცეს პასუხი."

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები კელი დეგნანის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ კითხვით. შეხვდა თუ არა ის ამერიკის ელჩს და რაზე ისაუბრეს ამ შეხვედრაზე. მათი თქმით, კელი დეგნანის მისამართით დასმული კითხვები ლეგიტიმურია. ასევე ლეგიტიმურია ეჭვები ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების და ქვეყნის ომში ჩართვის სურვილზე.



დღის ამბები