27 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მიმართავენ კითხვით, შეხვდა თუ არა იგი ამერიკის ელჩს და რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ ამერიკის ელჩი მართ მიერ დასმულ კითხვას პასუხს გასცემდა, მაგრამ მის თქმით, მოლოდინი გაუცრუვდათ. 

ახლა კი ოცნებიდან წასული დეპუტატები, კიდევ ერთხელ მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს და ამბობენ, რომ ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ მისი მხრიდან, რომ იგი, მისი ხასიათიდან გამომდინარე, არასდროს არ აარიდებს საკითხებს თავს, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას ეხება.

"ჩვენ დავსვით კითხვა ომის შემდეგ პერიოდში იყო თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბატონ ბიძინას შორის. ელჩმა როგორც სხვა კითხვებზე, ამ კითხვაზეც პასუხისგან თავი აარიდა. ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ის, რომ ბატონ ბიძინას ვთხოვოთ, დააფიქსიროს პოზიცია იყო თუ არა ასეთი შემთხვევა და თუ იყო, მაშინ რა შინაარსის საუბარი შედგა მათ შორის. ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის ელჩიც გამოეხმაურებოდა და ამ კითხვაზე გასცემდა პასუხს, მაგრამ ჩვენი მოლოდინი გაცრუვდა. ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს ბატონ ბიძინას მხრიდან, მისი ხასიათიდან გამომდინარე, რამეთუ ის არასდროს არ არიდებს საკითხებს თავს, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას ეხება ,"-აცხადებს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

მმართველი გუნდიდან გასული კიდევ ერთი დეპუტატი, სოზარ სუბარი კი ამბობს, რომ ხომ არ ხდება ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ივანიშვილს აიძულონ პოლიტიკაში შემობრუნება ან თავისი გავლენების გამოყენება იმისთვის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ჩაებას იმ თამაშის წესებში, რომლის მიზანიცაა საქართველო ჩაებას ომში.

მისი თქმით, კითხვა არის როგორც კელი დეგნანის მიმართ, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

"ჩვენ ძალიან გვაინტერესებს იმ ყველაფრის გამო რაც ხდება ბიძინა ივანიშვილის გარშემო. როდესაც ომის დაწყების დღიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ ხდება მისი თანხების გადარიცხვა მის მიერ მოთხოვნილ ანგარიშებზე, როდესაც ხდება მისი ქონების დასანქცირება, ნახატების, ვერტმფრენის თუ ა.შ. რა უდევს ამ ყველაფერს საფუძვლად, როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ არა ფარულ სანქციებს აქვს ადგილი, ჩნდება კითხვა , ხომ არ არის ეს იმიტომ, რომ ივანიშვილს აიძულონ პოლიტიკაში შემობრუნება ან თავისი გავლენები გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ჩაებას იმ თამაშის წესებში, რომლის მიზანიცაა საქართველო ჩაებას ომში და ამისთვის ხომ არ შედგა ივანიშვილის და კელი დეგნანის შეხვედრა. ეს არ არის მხოლოდ კელი დეგნანის მიმართ კითხვა, ესაა ივანიშვილის მიმართ კითხვაც , უნდა გაგვცენ პასუხი შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს და რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე", - აცხადებს სუბარი.  

დღის ამბები