27 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
საბერძნეთი, 22 წლის ახალგაზრდა ვერტმფრენის ე.წ. პროპელერში მოყვა და მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა

საბერძნეთში, ქალაქ სპატაში 22 წლის ბიჭი ვერტმფრენის პროპელერში მოყვა და მძიმე დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ბრიტანეთის მოქალაქეა.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კერძო მფლობელობაში მყოფ ვერტმფრენში, 4 ახალგაზრდა ტურისტი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი ბორტიდან ჯერ კიდევ მაშინ გადმოვიდა, როდესაც ვერტმფრენის ძრავა მუშაობდა. ამავე წყაროებზე დაყრდნობით, მან ფოტოს გადაღება სცადა, თუმცა "პროპელერმა" შეითრია.

ქალაქი სპატა ათენიდან აღმოსავლეთით, 20 კილომეტრში მდებარეობს. 

დღის ამბები