27 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
"კაგებეს" აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის უნდა ჰკითხო საერთოდ" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძისა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მდინარაძე "ფეისბუქზე" წერს, რომ მედიის წარმომადგენელმა კითხვა არაკორექტულად დასვა. 

""კაგებეს" აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა კითხო საერთოდ, არასდროს, არც ერთ შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სხვა.

უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა ამავდროულად.

და თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს!

ვინც მხოლოდ პასუხზე "ბრაზდება", ის "ტრენდს" აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს," - წერს მდინარაძე "ფეისბუქზე".

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძის საქციელი დაგმო. 

ინციდენტი დღეს მოხდა, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა - რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა კობახიძეს "КГБ-ს აგენტის შვილი"უწოდა. შეკითხვამ ირაკლი კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია. 

დღის ამბები