27 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
გარდა იმისა, რომ ღიმილის მომგვრელია, არის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები - ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ალტერნატიულ პროცესზე  

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ალტერნატიულ პროცესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოპონენტების მიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია, არის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. 

"სწორედ ამის გამო ისინი აანონსებენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არის მიმართული პირველი პუნქტის დარღვევისკენ, ანუ პოლარიზაციისკენ და ასევე ისინი არ არიან ჩართული დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებაში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ შექმნეს რაღაც ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ტექნიკური კომიტეტები, ტექნიკური სამუშაო ჯგუფები. ეს გარდა იმისა, რომ ღიმილის მომგვრელია, არის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, ისინი აჩვენებენ, რომ ყველანაირად საბოტაჟისკენ არიან მომართული. მათ ყველანაირად პოლარიზაციისკენ მიჰყავთ პროცესი, თუმცა ამას ვერ შეძლებენ.

სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, არის პარლამენტი, პარლამენტში არის შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ასეთ დროს როცა ქმნი ერთგვარ ტექნიკურ პარლამენტს, ეს არის ღიმილის მომგვრელიც და ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, განახორციელონ საბოტაჟი იმისათვის, რომ როგორმე საქართველომ არც შემდეგ ჯერზე მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ერთადერთი მზიანი, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად. "ნაცმოძრაობა“ "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" აბსოლუტურად ერთია ერთიანად ახორციელებენ იმ პროცესის საბოტაჟს, რომელთანაც არის დაკავშირებული საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები