27 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ლონდონის მიმდებარედ ტერიტორიები ცეცხლშია გახვეული - გასულ კვირას, ხანძარმა ვენინგტონში 14 ჰექტრის ფართობი გაანადგურა

ბრიტანეთის დედაქალაქის მიმდებარედ ტერიტორიები ცეცხლშია გახვეული - ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურ მედიაში ვრცელდება. ლონდონის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვენინგტონში, გასულ კვირას, ხანძარმა 40 ჰექტრის ფართობი გაანადგურა, ასევე საცხოვრებელი სახლებიც. ევაკუირებულია 14 ადამიანი. ცეცხლის ალი ახლო მდებარე ველებზე ბალახს გაუჩნდა.

ბოლო 24 საათში მეხანძრეები ხანძრის 3 კერას ებრძოდნენ, რომლებიც რეკორდულ ტემპერატურას უკავშირდება.

ბრიტანეთის სახანძრო სამსახურის ცხელ ხაზზე ზარების რეკორდული მაჩვენებლის გამო, ადგილობრივებს თხოვენ, რომ დარეკოთ მხოლოდ ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში და დაკვამლიანების მიზეზით სატელეფონო ხაზი არ დააკავონ.

მასშტაბური ხანძრების შესახებ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 15 რაიონშია გამოცხადებული.

დღის ამბები