33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კენიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. მგზავრებით სავსე ავტობუსი ქალაქ მერუდან მომბასაში მიემგზავრებოდა, რა დროსაც ხიდიდან გადავარდა და 40 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ნიტიში ჩავარდა.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.