27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარალელური პროცესის დაწყებასა და სამუშაო ჯგუფების შექმნას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს.

"ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს. გაუგებარია, როგორ შეიძლება, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში ხმების 1/3 არ აქვს, რაღაც პროცესი დაიწყოს მაშინ, როცა მმართველი პარტიის მიერ უკვე დაწყებულია პროცესი, სადაც ჩართული არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. ყველა, ვინც არ უერთდება სამუშაო პროცესს, ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ვინც სამუშაო პროცესს უერთდება, ისინი თავის ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

დღის ამბები