პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში გამართულ ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ ძალისმიერ წოლჭიმში, 74-კილოგრამიანთა კატეგორიაში მეტოქე დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტის ამავე სახეობაში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა, რომელიც 83 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.