სულ მცირე 17 ჰაიტელი მიგრანტი დაიღუპა ნავის ჩაძირვის შედეგად ბაჰამის სანაპიროსთან - გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. BBC-ის ცნობით, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი პირები ჰაიტიდან მაიამისკენ მიემართებოდნენ. მაშველებმა 25 ადამიანის გადარჩენა შეძლეს - ერთს ამ დრომდე ეძებენ.
ოფიციალური პირების თქმით, კონტრაბანდის სავარაუდო ოპერაციის გამო 2 პირია დაკავებული. ჰაიტიში კრიმინალური ბანდების მხრიდან ძალადობის გახშირებისა და სიღარიბის ფონზე შეერთებული შტატებისკენ სახიფათო მოგზაურობას ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს.