მსხვერპლი მოჰყვა წყალდიდობას სოჭში. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ძლიერი წვიმის გამო ადიდდა მდინარე ბზუგუ. მაშველებმა რამდენიმე ათეული ადამიანის, მათ შორის 10 ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
ქალაქში დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები - პროცესში სპეციალურ სამსახურებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართული.