27 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. ამის შესახებ თავად პეტერ ფიშერი Twitter-ზე წერს.

"რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს," - წერს პეტერ ფიშერი.

ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა.

რაც შეეხება პეტერ ფიშერს, ის 2018 წლის ივლისიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. ფიშერი კარიერული დიპლომატია. არაბეთის გაერთიანებული საამიროების გარდა ბოლო 35 წლის განმავლობაში ის მუშაობდა გერმანიის საელჩოში შეერთებულ შტატებში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთისა და სინგაპურში.

 

დღის ამბები