იაპონიის კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა - კიუშუზე გამოცხადებული განგაშის დონე 5-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში ევაკუაციის რეკომენდაციასაც გასცემენ. ამ დროისთვის, ვულკანის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
საკუ - რაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და მასზე სხვადასხვა დონის ამოფრქვევები ხშირია.