27 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
მოსკოვი არ დათანხმდებოდა სასურსათო გარიგებაზე, რუსული პროდუქციის ექსპორტის განბლოკვის საკითხი რომ არ მოგვარებულიყო - ლავროვი

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მოელის, რომ გაერო შეძლებს, მიაღწიოს რუსული მარცვლეულის ექსპორტისთვის ხელისშემშლელი უკანონო სანქციების მოხსნას. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაიროში ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

დიპლომატის განცხადებით, უკრაინის დამოკიდებულება იბრძოლოს ბოლომდე, უკრაინელ ხალხს სარგებელს არ მოუტანს. ლავროვის აღნიშნავს, რომ რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით საკითხთა ფართო სპექტრზე, თუმცა მისი თქმით, ეს მოსკოვზე არ არის დამოკიდებული.

"სურსათის თემაზე დასავლეთმა უნდა აღმოფხვრას მის მიერ შექმნილი პრობლემები. მოსკოვი არ დათანხმდებოდა სასურსათო გარიგებაზე, რუსული პროდუქციის ექსპორტის განბლოკვის საკითხი რომ არ მოგვარებულიყო. მიმდინარე პირობებში, უკანონო სანქციები, რომლებიც შემოღებულ იქნა, ხელს უშლიდა რუსულ მარცვლეულთან დაკავშირებულ ოპერაციებს. ახლა გაერო-ს გენერალური მდივნის ინიციატივით სტამბოლში შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ , ვიმედოვნებთ რომ ეს წარმატებული იქნება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დღის ამბები