27 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ლას ვეგასში, "ელ კლასიკო" შედგა - მატჩი "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა

ლას ვეგასში, "ელ კლასიკო" შედგა. ამხანაგურ მატჩში, კატალონიის "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" 1-0 დაამარცხა.

თამაშის ბედი 27-ე წუთზე გადაწყდა და გამარჯვების ბურთი რაფინიამ გაიტანა. ამ დაპირისპირებაში შედგა რობერტ ლევანდოვსკის დებიუტიც.

"ბარსელონა" ლა ლიგაში პირველ შეხვედრას 13 აგვისტოს "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გამართავს, მადრიდის "რეალი" კი 15 აგვისტოს "ალმერიას" ესტუმრება.

დღის ამბები