ოდესაზე თავდასხმას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი. მარია ზახაროვა ირწმუნება, რომ რაკეტების სამიზნე ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინის სამხედრო გემი იყო.
მან ყურადღება უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებაზე გაამახვილა, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ კალიბრის რაკეტებმა რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობები გაანადგურეს.
"კალიბრის რაკეტებმა უკრაინული სამხედრო გემი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე მაღალი სიზუსტით დარტყმით", - წერს რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერი სოციალურ ქსელში.