ქობულეთის ახალი ბულვარი გაიხსნა. სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, 2021 წლის ზაფხულში დაიწყო.
პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე ბულვარი მოეწყო - აშენდა გამყოფი კედელი, 2.5 მეტრის სიგანის ველო ბილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი.
საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ კი რეკრეაციული და კომერციული ზონები მოეწყო.