კალიფორნიაში ტყის ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე 400 მეხანძრე და ოთხი ვერტმფრენია მობილიზებული.
ხანძარი უკვე მიუახლოვდა იოსიმიტეს ეროვნულ პარკს. მიმდებარე ტერიტორიებიდან ექვსი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა ათი სახლი.