ქართველი სპეციალისტის შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ", ინგლისის ჩემპიონატისთვის მზადებისას მორიგი მატჩი გამართა და "პიტერ-ბორო იუნაიტედთან" 0:3 წააგო. ქართველი მწვრთნელი მისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, განსაკუთრებით არველაძე იმ ფაქტმა გააბრაზა, რომ მისმა კლუბმა მე-2 ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წამში ბურთი გაუშვა.